TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლონგო:“ შკრინიარს იტალიაში დაბრუნება უნდა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დანიელე ლონგომ დაადასტურა, რომ იანვარში პსჟ-ს მცველს მილან შკრინიარს სერია ა-ში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ცნობით, სლოვაკი ფეხბურთელი პარიზელთა გეგმებში აღარ შედის და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის გუნდს იანვარში დატოვებს.

იუვენტუსი გლეისონ ბრემერის შემცვლელის ძიებას აქტიურად აგრძელებს და შკრინიარი ჯუნტოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ ტურინულ გრანდში გადაბარგების სანაცვლოდ ფეხბურთელს ხელფასის შემცირება მოუწევს.