იუვეს სკაუტები კალიმუენდოს თამაშს დაესწრნენ
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ახალგაზრდა ტალანტის არნაუ კალიმუენდოს მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის სკაუტები საფრანგეთს 21-წლამდელთა მატჩს დაესწრნენ, რომელშიც რენის ფეხბურთელმა თავის გოლით გამოჩენა შეძლო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
კალიმუენდო ტიაგო მოტას კარგად იცნობს, პსჟ-ს ასაკობრივ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება სწორედ იტალო-ბრაზილიელმა მწვრთნელმა მისცა, ამიტომ იუვენტუსში მასთან ერთად მუშაობის წინააღმდეგი არ იქნება.