TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენიმ ტრავმის გამო შესაძლოა ლაციოსთან ვერ ითამაშოს

იუვენტუსის რიგებში ტრავმების მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და ამჯერად პრობლემა უესტონ მაკკენის აქვს.

ამერიკელმა ფეხბურთელმა ჯერჯერობით უცნობი ტრავმის გამო პანამასთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ვერც მექსიკის წინააღმდეგ ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის და სიმძიმის ტრავმა აქვს მაკკენის, თუმცა მისი არყოფნა ლაციოსთან დიდი დანაკლისი იქნება, რადგან კონსეისაუსა და გონსალესის არყოფნის ფონზე, მოტა ამერიკელის მარჯვენა ფლანგზე დაყენებას განიხილავდა.