TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი მოედანს ინტერთან მატჩში დაუბრუნდება

ნიკო გონსალესის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით გრძელდება, მაგრამ მისი დაბრუნება მოედანზე მომდევნო მატჩებისთვის არ იგეგმება.

Tuttosport-ის ცნობით, გონსალესს ლაციოსთან და შტუტგარტთან მატჩების გამოტოვება მოუწევს, თუმცა სავარაუდოდ ის ინტერის წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული, მზად იქნება.

სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა ტიმოთი ვეამ და ის მომდევნო ტურიდან გუნდის განაცხადში მოხვდება.