იუვენტუსმა კალიმუენდოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რენის ფორვარდი არნაუ კალიმუენდოა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდებს შორის ფეხბურთელის თაობაზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მომდევნო კვირებში კრისტიანო ჯუნტოლი ფრანგებს პირველ წინადადებას წარუდგებს.
რენი 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს.