ვლაჰოვიჩი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს უახლოეს კვირებში გააფორმებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშობას აგრძელებს და სერბი ფორვარდი გუნდთან ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის წარმომადგენლები ვლაჰოვიჩის აგენტს დეკემბრის დასაწყისში შეხვდებიან და დიდი ალბათობით საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
სერბი ფორვარდი კონტრაქტს 2026 წლიდან 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსეპქტივით. მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 10 მილიონი ევრო იქნება.