TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რანიერი:“ იუვე სკუდეტოსთვის იბრძოლებს, ვლაჰოვიჩი ?…“

ლეგენდარულმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებები ? იუვენტუსში ზაფხულში ნამდვილი რევოლუცია მოხდა. გუნდმა შეცვალა ყველაფერი, მათ შორის თამაშის სტილი და იდეები.

„ტიაგო მოტასა და მისი იუვენტუსის მიმართ სეზონის სტარტზე გარკვეული კითხვები არსებობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდმა ძალიან კარგი სტარტი აიღო. ახალმა მწვრთნელმა იუვენტუსისთვის თავისი იდეების გადაცემა შეძლო და დარწმუნბული ვარ, იუვენტუსი ნაპოლისთან და ინტერთან ერთად სკუდეტოსთვის იბრძოლებს.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ძალიან ძლიერი ფორვარდია, მე ის ძალიან მომწონს. მიკვირს, როდესაც მის მიმართ ამდენი კრიტიკა ისმის. 2-3 მატჩიანი მშრალი სერია ფორვარდისთვის სრულიად ნორმალურია, თუმცა თუ ვლაჰოვიჩს მომენტებს შეუქმნი, ის აუცილებლად გაიტანს.“