TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი იტალია – ბელგიის მატჩზე 4 ფეხბურთელს დააკვირდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი იტალიასა და ბელგიას შორის ჩანიშნულ მატჩს დაესწრება და იუვენტუსის დირექტორი 4 ფეხბურთელს დააკვირდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად ლაიფციგის ოპენდასა და სევილიას ლუკებაკიოს აკვირდება, ვინც უკვე დიდი ხანია კრისტიანო ჯუნტოლის სატრანსფერო სიაშია.

დაცვას რაც შეეხება, ბიანკონერის ინტერესი სპორტინგის ზენო დებასტმა და ლესტერის ვუტ ფაესმა დაიმსახურეს.