TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსის ტრავმა იმაზე მძიმეა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ…

ტეუნ კოპმეინერსმა რამდენიმე წუთის წინ ტურინში განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და სამწუხაროდ, შედეგი არც თუ ისე პოზიტიურია.

იუვენტუსის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კოპმეინერსს არა გაბზარული, არამედ მოტეხილი ნეკნი აღმოაჩნდა, რის გამოც მას უფრო დიდი დრო გაუცდება.

მისი მოედანზე დაბრუნების დრო ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მომდევნო მატჩებში კოპმეინერსმა იუვენტუსის დახმარება შეძლოს.