TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე შკრინიარის იჯარით გაფორმებას ეცდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილან შკრინიარის მიმართ ინტერესი იუვენტუსის მხრიდან სერიოზულია.

გლეისონ ბრემერის ტრავმის ფონზე, ტურინული გრანდი იანვარში ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავს და წყაროს ცნობით, ინტერის ყოფილი ფეხბურთელი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

შკრინიარმა თავად დაადასტურა (იხილეთ აქ), რომ ის პსჟ-ში ბედნიერი არ არის და გუნდის დატოვება სურს. იუვენტუსი იანვარში ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.