TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გატის ახალ კონტრაქტზე მუშაობს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ფედერიკო გატი ახალი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე მუშაობენ.

ზაფხულში იტალიელი მცველის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენდა, თუმცა ტურინულმა გრანდმა მის გაშვებაზე უარი თქვა და ტიაგო მოტამ მას კაპიტნის სამკლაური გადასცა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის გატისთვის კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს, მისი ხელფასი კი დაახლოებით 3 მილიონამდე გაიზრდება.