TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონტოლივო:“ იუვეს დომინაციის წლებში ვიცოდით, რომ ჩვენ მეორე ადგილისთვის ვთამაშობდით“

მილანის ლეგენდამ რიკარდო მონტოლივომ SportItalia-სთან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.

„დღევანდელი იუვენტუსი ? მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. დღევანდელ ფეხბურთში გჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი ერთზე თამაში შეუძლიათ. იუვენტუსს ილდისის, გონსალესის და კონსეისაუს სახით ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.

„ლეგენდარული BBBC (ბონუჩი, ბარძალი, ბუფონი, კიელინი. ავტ.) ? მათ წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო, იმ იუვენტუსის კარში გოლის გატანა სასწაულის ტოლფასი გახლდათ. იუვენტუსის დომინაციის წლებში ვიცოდით, რომ ჩვენ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებდით.“