TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი დი ლორენცოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი ნაპოლის მცველის ჯოვანი დი ლორენცოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და ტურინულ გრანდს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ბიანკონერის პარტენოპეისთან მარტივი მოლაპარაკებები არ ელოდება.

ნაპოლის დი ლორენცოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გამომუშავება ასურს, მაღალ ფასს კი აურელიო დე ლაურენტისის პოზიცია ემატება, მას გუნდის კაპიტანის იუვენტუსში გაშვება არ სურს.