TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ელკანი:“ იუვენტუსი ჩვენი ოჯახის ვნება და სიამაყეა“

იუვენტუსის მფლობელი კომპანია Exor-ის პრეზიდენტმა ჯონ ელკანმა პოდკასტ ‘In Good Company-ში’ ბიანკონერის შესახებ ისაუბრა.

„ფეხბურთი ჩვენი ოჯახის უდიდესი ვნებაა. პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ 100 წლის წინ ავიღეთ, ვნება, რომელსაც ჩვენ იუვენტუსის თითოეულ ქომაგს ვუზიარებთ.

„ჩემს შვილებს გაუმართლათ, ისინი იზრდებოდნენ ეპოქაში, როდესაც იუვენტუსმა ზედიზედ 9 სკუდეტოს მოგება შეძლო, მე გავიზარდე იუვენტუსის დროს, რომელსაც დიდებული მიღწევები ჰქონდა, ამიტომ ჩვენ გუნდის მიმართ ეს წარმოუდგენელი ვნება და სიყვარული გვაერთიანებს.

„საფეხბურთო გუნდი ადამიანების შექმნილია, რომლებიც ცდილობენ, ყველა ასპექტში საუკეთესოები იყვნენ, რესურსები მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენონ და მეტოქეებს აჯობონ, ეს პაექრობა ჩვენ წინსვლას, განვითარებასა და სწავლას გვაიძულებს.“