TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე შეტევაში თავისუფალი აგენტის გაფორმებას განიხილავს

როგორც უკვე მოგახსენეთ, არკადიუშ მილიკმა მენისკზე განმეორებითი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მას მინიმუმ 2-3 თვე გაუცდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა თავისუფალი აგენტების, მათ შორის ერიკ ჩუპო-მოტინგის გაფორმებას განიხილავს, თუმცა შესაძლოა გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე მოცდა და უფრო ხარისხიანი ფორვარდის გაფორმება გადაწყვიტოს.

წყაროს ცნობით, იანვარში იუვენტუსი ლუკა იოვიჩის, ფერან ტორესის ან ჯონათან დევიდის გაფორმებას ეცდება.