TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ზირკზეე შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეე იანვარში შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებს გასულ ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ის მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს და Calciomercato-ს ცნობით, ინგლისურმა გრანდმა ის შესაძლოა იანვარში იჯარით გაასხვისოს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ზირკზეეს არენდით გაფორმების წინააღმდეგი არ იქნება, მისი ბიანკონერის რიგებში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს.