TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ ვლაჰოვიჩის გოლები როგორც დუშანისთვის, ასევე იუვესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“

იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ ჯენოასტან დუშან ვლაჰოვიჩის თამაში შეაფასა.

„ვლაჰოვიჩი პირველ ტაიმში არც თუ ისე კარგი იყო, ის სივრცეებს ვერ პოულობდა და სახიფათო მომენტი ფაქტობრივად არ შეუქმნია.

„მეორე ტაიმში ყველაფერი გამოსწორდა და ორი ძალიან მნიშვნლეოვანი გოლი გაიტანა. ეს პირველ რიგში დუშანს მენტალურად დაეხმარება, მას ეს გოლები თავდაჯერებულობას დაუბრუნდებს, რაც იუვენტუსისთვის ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ძალიან მნიშვნლეოვანია.“