TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალდაჩინი:“ მოტა ჰორიზონტზე ხედავს იმას, რისი დანახვაც ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია“

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ვერონიკა ბალდაჩინიმ იუვენტუსის პროგრესი შეაფასა.

„ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ იმ იუვენტუსის დანახვას, რომელსაც ქომაგები გუნდში ტიაგო მოტას მისვლის შემდეგ ელოდებოდნენ.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტიაგო მოტა ჰორიზონტზე ხედავს იუვენტუსს, რომლის დანახვაც ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, გუნდი მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო კარგად გამოიყურება და დარწმუნბული ვარ, ბიანკონერის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ჩვენ აუცილებლად ვნახავთ.

„გასაკვირი არ არის, რომ რაც უფრო მეტი დრო აქვს მოტას გუნდთან ერთად სამუშაოდ, იუვენტუსი სულ უფრო კარგად გამოიყურება, გუნდს ესმის მწვრთნელის მოთხოვნები და მითითებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებს.“