TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯილარდინო:“ კარგი პირველი ტაიმი, მაგრმა იუვენტუსმა მეორე ნახევარში გვაჯობა“

ჯენოას მწვრთნელმა ალბერტო ჯილარდინომ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ძალიან კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და იუვენტუსს მომენტების შქმნის საშუალება არ მივეცით, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქე გუნდის ხარისხი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„იუვენტუსმა ჩვენი მცირე შეცდომა სათავისოდ გამოიყენა, გაშვებულმა გოლმა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. მათ მეორე ნახევარში საგრძნობლად მოუმატეს და ჩვენ ვერაფრის დაპირისპირება ვერ შევძელით.

„მე ჩემი ბიჭების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ, ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე ფიქრის დროა.“