TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ისტორიული მიღწევა სერია ა-ში…

იუვენტუსმა გასვლაზე ჯენოა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და ტიაგო მოტას გუნდმა მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა.

ტურინულმა გრანდმა გენუელები 3 – 0 დაამარცხა, კარი კიდევ ერთხელ შეინახა მშრალად და გახდა პირველი გუნდი სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც საწყის 6 ტურში არც ერთი გოლი არ გაუშვა.

იუვენტუსი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერჯერობით გოლი გაშვებული არ აქვს.