დანილოს მე-200 მატჩი იუვენტუსის მაისურით
დანილომ მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველი შეხვედრა დაიწყო და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი დააფიქსირა.
33 წლის ფეხბურთელისთვის აღნიშნული შეხვედრა ტურინული გრანდის რიგებში მე-200 აღმოჩნდა და გახდა მეორე ბრაზილიელი იუვენტუსის ისტორიაში, ვინც 200-მატჩიან ნიშნულს გადააბიჯა, პირველ ადგილზე კი 327 მატჩით ალექს სანდრო გახლავთ.
დანილომ იუვენტუსთან ერთად 1 სკუდეტო, 2 იტალიის თასი და 1 იტალიის სუპერ თასი მოიგო.