TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს დევიდის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს

ფრანგული მედიის ცნობით, ჯონათან დევიდმა ლილთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

კანადელი ფორვარდის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, ინტერი და მილანი იჩენენ, თუმცა იტალიურ გრანდებს კონკურენციას ინგლისელები გაუწევენ.

L’Equipe-ს ცნობით, დევიდის მსურველთა სიას ნიუკასლი, ტოტენჰემი და არსენალი შეუერთდნენ, მათთან იტალიელებს ფინანსურად კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ…