დანილო იანვარში იუვეს დატოვებას არ აპირებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის კაპიტანი დანილო იანვარში ტურინული გრანდის დატოვებას არ აპირებს.
შეზღუდული სათამაშო დროის ფონზე, ზამთარში დანილოს შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, მაგრამ Calciomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება არ უთხოვია და ის მინიმუმ სეზონის ბოლომდე ბიანკონერის რიგებში დარჩენას გეგმავს.
დანილო, ვინც დღევანდელ მატჩში დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს. მისი მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით იუვე ვეტერან მცველს ახალ ხელშეკრულებას აღარ შესთავაზებს.