TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტა:“ ვლაჰოვიჩი დიდებული ფორვარდია, ლუისი კრიტიკოსებს გააჩუმებს“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა დუგლას კოსტამ, ვინც ახლა სიდნეის ღირსებას იცავს, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დუგლას ლუისის სიტუაცია იუვენტუსში ? მას იუვენტუსთან და სერია ა-სთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, თუმცა შემდეგ თავის შესაძლებლობებს აუცილებლად წარმოაჩენს.

„ლუისი პიანიჩის მსგავსად ? მირალემი შესანიშნავი იყო, თუმცა დუგლასის ხარისხში ეჭვის შეტანა უბრალოდ შეუძლებელია და მჯერა, რომ მას იმავე როლის შესრულება შეუძლია, რაც მირალემს ჰქონდა.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან კარგი ფორვარდია და ჩემი რჩევა არ სჭირდება. როდესაც ცენტრ-ფორვარდები გოლს არ იტანენ, მათ მიმართ კრიტიკა ძალიან დიდია, მაგრამ დუშანი დიდებული ფეხბურთელია და მას სეზონში 25-30 გოლის გატანა თავისუფლად შეუძლია.“