TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იუვე ვალდებულია, სკუდეტოსთვის იბრძოლოს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჯენოა – იუვენტუსის მატჩზე ისაუბრა.

„მე ჯენოას წინააღმდეგ განსხვავებულ იუვენტუსს ველოდები. მართალია ბიანკონერი გოლს არ უშვებს, მაგრამ ბოლო მატჩებში ამის გაკეთებას ვერც თავად ახერხებს, რაც სერიოზული პრობლემაა.

„გუნდი ბურთთან ერთად ძალიან ნელია და ზედმეტ რისკზე წასვლისგან თავს იკავებს. ნაპოლისთან მატჩი ძალიან მოსაწყენი იყო, მე იუვესგან მეტი მოლოდინი მაქვს.

„გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობა მნიშვნლეოვნად გააძლიერა, ამიტომ იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლის ერთ-ერთ კანდიდატად მივიჩნევ, ასეთი თამაშით კი მოტას გუნდს ეს გაუჭირდება.

„მოტამ რაღაც უნდა მოიფიქროს და მჯერა, რომ ის ამ საკითხზე მუშაობს. არ ვიცი, იპოვნა თუ არა გამოსავალი, ეს ხვალინდელ მატჩში გამოჩნდება. შესაძლოა, არტისტებს ჯერჯერობით სცენარი არ უსწავლიათ.“