TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პესოტო იუვენტუსში ბრუნდება

იუვენტუსის ლეგენდარული მცველი ჯანლუკა პესოტო ტურინული გრანდის რიგებს უბრუნდება.

მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იტალიელი იუვენტუსის დირექტორთა ბორდის წევრი გახდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მოვალეობა ექნება მას.

პესოტო ტურინულ გრანდში 1995-2006 წლებში თამაშობდა, ამ პერიოდში მან ჩემპიონთა ლიგა, 6 სკუდეტო, უეფას სუპერ თასი და 2 იტალიის სუპერ თასი მოიგო.