იუვე წელს 176-მილიონიანი ზარალით ხურავს
იტალიური გამოცემა Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფინანსურ წელს 176-მილიონიანი ზარალით დახურავს.
ტურინულმა გრანდმა გასული ფინანსური წელი 95.1 მილიონიანი ზარალით დახურა, თუმცა ფინანსების გაუარესება დიდწილად ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთის დამსახურებაა, რაც გუნდს მინიმუმ 70-75 მილიონ ევროს მოუტანდა.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონში იუვენტუსის წლიური დანაკარგი 60-70 მილიონამდე შემცირდება, 2026 წლიდან კი კრისტიანო ჯუნტოლი დადებით ბალანსზე გასვლას გეგმავს.