TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტე:“ იუვენტუსთან დიდი ისტორია მაკავშირებს…“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ მომენტისთვის განსხვავებულ დონეზე ვართ, რადგან იუვენტუსმა გასული სეზონი ჩვენთან შედარებით 18 ქულის უპირატესობით დაასრულა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ორივე მხარე მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

„იუვეში გატარებული პერიოდი ? ისტორია ყველა სიტყვაზე მნიშვნელოვანია, მე იქ ფეხბურთელის ამპლუაში 13 წელი გავატარე, ვიყავი გუნდის კაპიტანი და მოვიგე ფაქტობრივად ყველაფერი, შემდეგ კი გუნდი მწვრთნელის ამპლუაში ჩავიბარე და დავიწყე 9-წლიანი დომინაციის ციკლი.

„იუვენტუსის სტადიონზე დაბრუნება ჩემთვის ნამდვილად ემოციური იქნება, ეს ქომაგების წინ პირველად მოხდება, რადგან აქამდე კორონა ვირუსის გამო ტიფოზები არ იყვნენ.“