TuttoJuve

Juve per sempre sarà

დორტმუნდი და არსენალი ზაფხულში ილდისის გაფორმებას ცდილობდნენ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ევროპული გრანდების მხრიდან კენან ილდისის მიმართ ინტერესი სერიოზული იყო.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა თურქი ტალანტის სანაცვლოდ არაერთი წინადადება მიიღო და მათ შორის ყველაზე მეტად დორტმუნდი და არსენალი აქტიურობდნენ, თუმცა ბიანკონერიმ მათ განხილვაზეც კი უარი თქვა.

სკირას ცნობით, ილდისი იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და მისი გაყიდვა ტურინში არც კი განიხილება.

error: დაცული კონტენტი !