TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

როსი:“ მოტამ რამდენიმე კვირაში შეძლო ის, რაც ალეგრიმ 3 წელში ვერ მოახერხა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო როსიმ პსვ-სთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„იუვენტუსს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა, გუნდმა მშვიდი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და შესანიშნავ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არ მისცა, ილდისის გოლმა კი წარსულში დამაბრუნა და დელ პიერო გამახსენა.

„რა თქმა უნდა, ეს ბიანკონერის მაქსიმუმი არ არის და გუნდს საგრძნობლად მეტი შეუძლია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ტიაგო მოტამ იუვენტუსს რამდენიმე კვირაში იდენტობა შესძინა, რაც ალეგრიმ რამდენიმე წელში ვერ გააკეათა.“