TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატის თამაში ნაპოლისთან მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

პსვ-სთან გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი ნაპოლისთან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და დიდია ალბათობა, ტიაგო მოტას ანტონიო კონტეს გუნდის წინააღმდეგ ფონს გასვლა ფედერიკო გატის გარეშე მოუწიოს.

გატიმ კოჭის მცირე დაზიანება გუშინდელი შეხვედრის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

SportItalia-ს ინფორმაციით, გატის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ დიდია ალბათობა, მას ნაპოლისთან მატჩის გამოტოვება მოუწიოს.