TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანი ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

სეზონის არც თუ ისე პოზიტიური სტარტის შემდეგ, მილანი პაულო ფონსეკას პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და იტალიური მედიის ცნობით, როსონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იუვენტუსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაქს ალეგრია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ალეგრიმ გასულ კვირებში არაერთი წინადადება გაისტუმრა უარით და მუშაობის გაგრძელება იტალიაში სურს, ამიტომ როსონერის იტალიელი სპეციალისტის დარწმუნება არ გაუჭირდება.

მაქსი როსონერის 2010-დან 2014 წლამდე წვრთნიდა და მილანთან ერთად სკუდეტოს მოპოვებაც შეძლო.