TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი:“ დელ პიეროს სტილში გოლის გატანა შესანიშნავია…“

იუვენტუსის ფეხბურთელმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა კენან ილდისმა პსვ-სთან შეხვედრის შემდეგ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა და მას პირადად ალექს დელ პიერო გაესაუბრა.

დელ პიერო:“ ახალგაზრდა ტალანტმა ჩემი რეკორდი მოხსნა და მე მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან მას დიდებული მატჩი ჰქონდა, რადგან მან სეზონი კარგად დაიწყო, რადგან მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოირგო 10-ნომრიანი მაისური, ამიტომ მე შენს გამო ძალიან ბედნიერი ვარ, კენან.“

ილდისი:“ მე ახლა ძალიან ვნერვიულობ (იცინის, ავტ.), მაპატიე, ალექს! ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იუვეს ისტორიაში, ვინც გოლის გატანა შეძლო და ამის დელ პიეროს სტილში გაკეთება, ეს შესანიშნავია.“

დელ პიერო:“ რა იფიქრე გოლის გატანის მომენტში ?

„მე ძალიან კარგად მეძინა და ამ მატჩისთვის მზად ვიყავი. მინდა კამბიაზოს მადლობა გადავუხადო, მისმა მოძრაობამ მე სივრვეები გამომითავისუფლა და კარში დარტყმის საშუალება მომცა.

„პოზიცია მოტას გუნდში ? მე მარცხნივ ან შუაში თამაში მიწევს და ორივე პოზიციაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.“