ლოკატელი:“ გაშვებული გოლის გამო ვწუხვარ, მაგრამ შედეგი პოზიტიურია“
იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ პსვ-სთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ბოლო წუთებზე გოლი ძალიან უწყინარ სიტუაციაში გავუშვით, რის გამოც ვწუხვართ. ჩვენ ბურთის უკეთ გაკონტროლება შეგვეძლო, მეორე ნახევარში კი არც თუ ისე კარგები ვიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი პოზიტიურია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
„დახმარება დაცვას ? მე უფრო ყურადღებიანი უნდა ვიყო და შექმნილი სივრცეები შევავსო, ამაში მაკკენი ძალიან მეხმარებოდა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია.
„დღეს მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე პოზიტიურად დაბრუნება და კარგი სტარტის აღება იყო, რაც წარმატებით გავაკეთეთ, თუმცა ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო კარგად ვითამაშოთ.“