TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი:“ გოლი მახარებს, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ნიკო გონსალესმა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში გოლის გატანა შეძლო, პსვ-სთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ დებიუტის, გოლის გამო, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა. მეორე ნახევარში მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ შედეგი პოზიტიურია და სახლებში ბედნიერები წავალთ.

„მოტას სურს, რომ ჩვენ მოედანზე თავისუფლები ვიყოთ, თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ და გავაკეთოთ ის, რაც ძალიან გვიყვარს. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, ვიაროთ წინ პოზიტივითა და ენთუზიაზმით, შედეგები აუცილებლად მოვა.

„ილდისი ? მის გამო ბედნიერი ვარ, ის კარგი ბიჭია, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ეს დღევანდელ მატჩშიც აჩვენა.

„ვლაჰოვიჩი ? სამწუხაროა, რომ მან დღეს გატანა ვერ შეძლო, დუშანმა ეს დაიმსახურა, მაგრამ ვლაჰოვიჩი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და გოლები აუცილებლად იქნება.”