TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შუტენი:“ იუვენტუსთან ურთულესი დაპირისპირება გველოდება“

პსვ-ს ნახევარმცველმა იერდი შუტენმა ხვალინდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„მოტას ბოლონიაში ყოფნის დროდან ვიცნობ, ის თავისი გუნდისგან დომინანტი ფეხბურთის თამაშს ითხოვს და ჩვენ იუვეს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

„ურთიერთობა მოტასთან ? ჩვენ ერთად მუშაობა სულ 6 თვე მოგვიწია, თუმცა მან ამ პერიოდში ჩემი განვითარება შეძლო, რის გამოც მადლობელი ვარ. როდესაც ის იუვენტუსის მწვრთნელი გახდა, მე ტიაგოს მივულოცე.

„შეცვალა თუ არა მოტამ იუვე ? მას ამისთვის დრო დასჭირდება, თუმცა ბოლონიაში დაამტკიცა, რომ როდესაც გუნდი ადაპტაციას გაივლის, ტიაგოს სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

„ასეა თუ ისე, იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელიც იტალიურ ფეხბურთს, ეგრედ წოდებულ კატენაჩოს არ თამაშობს, ეს ტიაგო მოტას ხედვას ეწინააღმდეგება. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, თუმცა ჩვენ მზად ვართ.“