TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი:“ მე სახლში დავბრუნდი“

იუვენტუსის ლეგენდამ ჯორჯო კიელინიმ ტურინულ გრანდში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

კიელინის მოვალეობების თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

„მე სახლში დავბრუნდი, მაგრამ სხვა ფორმითა და სამოსით. შავ-თეთრი ჩემი ნაწილია, მე ამ ფერებს ჩემში და გუნდის იდენტობაში ყოველთვის ვგრძნობდი, ეს ჩემი პერსონალური და პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილია.

„ახალი გამოწვევის გამო ენთზიაზმით სავსე და მოტივირებული ვარ. კარგად მესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება და გავაგრძელებ იუვენტუსის სასარგებლოდ იმავე ვნებითა და მონდომებით მუშაობას, როგორც ამას მოედანზე ვაკეთებდი.“