TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა მსურველებს კიეზას ფასი შეუთვალა

იტალიურ მედიაში ფედერიკო კიეზას იუვენტუსიდან შესაძლო წასვლა ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა.

არაერთი წყაროს ცნობით, ტიაგო მოტამ კრისტიანო ჯუნტოლის პირველივე შეხვედრაზე აცნობა, რომ ის ფედერიკოს ახალი იუვენტუსის მნიშვნელოვან წევრად არ მოიაზრებს და მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

კიეზა გასულ კვირებში არაერთ იტალიურ თუ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი კიეზას სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.