TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სამარჯიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი უდინეზეს ნახევარმცველის ლაზარ სამარჯიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტად ტეუნ კოპმეიენრსი რჩება, თუმცა თუ ატალანტასთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, უდინეზეს ფეხბურთელი ბიანკონერის კონკრეტული სამიზნე გახდება.

უდინეზე სამარჯიჩის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ბიანკონერის ამ თანხის შემცირება ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდა ტალანტის, მათ შორის ფაბიო მირეტის გამოყენებით შეეძლება, რომლის მიმართ უდინეზე ინტერესს დიდი ხანია იჩენს.