TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის პირველი წინადადება სალემაკერსის გასაფორმებლად

ტიაგო მოტას იუვენტუსში ალექსის სალემაკერსის ხილვა სურს და ტურინულმა გრანდმა მილანს პირველი წინადადება უკვე გაუმზადა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ბიანკონერი ლომბარდიელებს ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც როტაციის ფეხბურთელად მოაიზრება, 6-7 მილიონს სთავაზობს, მილანი კი თავის მხრივ 13-14 მილიონს ითხოვს.

წყაროს ინფორმაციით, სალემაკერსს ტიაგო მოტასთან ერთად მუშაობა სურს, რაც ტურინულ გრანდს მისი გაფორმების კარგ შანსს აძლევს.