TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლისა და დი ლორენცოს აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

SportItalia-ს გენერალური დირექტორის მიკელე კრიშიტელოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლისა და ჯოვანი დი ლორენცოს აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ნაპოლის კაპიტანი იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, თუმცა პრობლემა პარტენოპეის პოზიციაა, რომელსაც იტალიელის იუვენტუსში გაშვება არ სურს.

კრიშიტელოს ინფორმაციით, დი ლორენცოს პრიორიტეტი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა, თუმცა მისი გაფორმება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით კრისტიანო ჯუნტოლის გაუჭირდება.