TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ამბროზინი:“ ტიაგო მოტას იუვენტუსში აქვს ყველაფერი, რომ დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს“

მილანის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„ტიაგო მოტა იუვენტუსში ? მოტას ეტყობა, რომ ახალ გამოწვევას მაქსიმალურად მოტივირებული შეხვდა, იუვენტუსმა კი სატრანსფერო ფანჯარაზე მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა და შეუქმნა ყველა პირობა, რომ დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს.

„კოპმეინერსი ? ატალანტა მართალი იყო, როდესაც ასეთი ხარისხის ფეხბურთელის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი თანხა მოითხოვა. ვფიქრობ, იუვენტუსს მისი უფრო იაფად გაფორმებაც შეეძლო, რადგან ფეხბურთელს ტურინში გადასვლა უნდოდა, მაგრამ მის ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

„მთავარი ფიგურები იუვენტუსის სეზონში ? ვფიქრობ, ბრემერისა და დუგლას ლუისის როლი მიმდინარე სეზონში უდიდესი იქნება. თუ იუვენტუსს ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა უნდა, მათ დაცვაში ისევე კარგად მოუწევთ თამაში, როგორც ეს გასულ 3 მატჩში გააკეთეს.

„კამბიაზო ? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. ის თანამედროვე სტილის ფეხბურთელია, ვისაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ანდრეას გაცილებით მეტი შეუძლია, თუმცა მან მუშაობა უნდა გააგრძელოს.“