TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის პოტენციური შემცვლელები შეარჩია

იუვენტუსი უახლოეს პერიოდში დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას შეუდგება, თუმცა მხარეებს წინ რთული მოლაპარაკებები ელოდებათ და იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერბის პოტენციური შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.

Calciomercato-ს ცნობით, თუ ვლაჰოვიჩმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, იუვენტუსს მისი გაყიდვა სეზონის ბოლოს მოუწევს, რადგან ფეხბურთელის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში იწურება.

წყაროს ინფორმაციით, თუ ვლაჰოვიჩმა გუნდი დატოვა, კრისტიანო ჯუნტოლი მის შეცვლას ჯონათან დევიდის, ბენიამინ შეშკოს, ვიქტორ გიოკერეშის, ვიქტორ ბონიფაჩეს, სანტიაგო ხიმენესის ან სამუ ომოროდიონის კანდიდატებით ეცდება.