TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ძოფი:“ მოტასთან ერთად, იუვენტუსი კარგ ხელშია“

ლეგენდარულმა დინო ძოფმა იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც გუნდში ტიაგო მოტას მიყვანა გადაწყვიტა.

„მოტამ გასულ წლებში ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა და ბოლონიაში მიღწეული შედეგები ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩვენ გასულ მატჩებში მისი იდეები უკვე ვნახეთ, თუმცა რაც დრო გავა და ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას გაივლიან, იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ტიაგოსთან ერთად, ბიანკონერი კარგ ხელშია.

„დი გრეგორიო ? სიმართლე რომ გითხრათ, იუვენტუსიდან შესნის წასვლამ ძალიან გამაკვირვა, რადგან ის შესანიშნავი მეკარეა, თუმცა მიკელემ მონცაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და იუვენტუსში თამაში დაიმსახურა.“