TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვენეციას დირექტორი:“ სეზონის ბოლოს კავილიას აუცილებლად გამოვისყიდით“

ვენეციას სპორტულმა დირექტორმა ანტონელიმ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს იუვენტუსიდან ჰანს ნიკოლუსი კავილიას გამოსყიდვას გეგმავენ.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სეზონის ბოლოს იუვენტუსიდან ჰანს ნიკოლუსი-კავილიას გამოვისყიდით.“

ბიანკონერი კავილიას სანაცვლოდ საერთო ჯამში 5 მილიონ ევროს მიიღებს, ამის გარდა კი მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსს თანხის 25 პროცენტი ერგება.