TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტი:“ იუვეს დიდებული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, დელ პიეროს, ტოტისა და მალდინის ყოფნა ფეხბურთს მიღმა ?…“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მენატრება თუ არა საფეხბურთო სამყარო ? დიახ, მაგრამ მე ასეც კარგად ვარ, მაქვს სხვა საქმეები და ფეხბურთში დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მინდა, თუ ეს მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე როლი იქნება.

„ტოტის, დელ პიეროსა და მალდინის მსგავსი ფეხბურთელები ფეხბურთის მიღმა ? ვფიქრობ, ბევრისთვის ასეთი სახელები ზედმეტად დიდი ტვირთია და მათი ჩრდილში მოქცევის ეშინიათ.

„იყო თუ არა საუბრები ჩემი რომში დაბრუნების შესახებ ? საუბრები ბევრი იყო, მაგრამ რეალურად არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, ჩემთვის არავის დაურეკავს.

„რომელ გუნდს ჰქონდა საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ? სერია ა-ში რამდენიმე გუნდი გაძლიერდა, თუმცა მათ შორის იუვენტუსს გამოვარჩევდი, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები გაიფორმეს.“