TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დ’ავერსა:“ იუვენტუსის წინააღმდეგ შესაძლებლობების 100 პროცენტზე მეტი უნდა გავაკეთოთ“

ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„იუვენტუსის წინააღმდეგ შეხვედრა ? იუვენტუსი არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა.

„ჩვენ არავისი გვეშინია და მოედანზე საბრძოლველად გავალთ, მაგრამ ვიცით, რომ შედეგის მისაღწევად მოედანზე 100 პროცენტზე მეტის გაკეთება მოგვიწევს, შეცდომები კი მაქსიმალურად უნდა შევამციროთ.“