TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე შალკეს ფორვარდით ინტერესდება

გერმანული მედიის ცნობით, იუვენტუსი შალკეს ფორვარდის მუსა სილა ტრანსფერით ინტერესდება.

გამოცემა BILD-ის ცნობით, ტურინული გრანდის სკაუტი ბუნდესლიგა 2-ში მოასპარეზე შალკეს რამდენიმე მატჩს უკვე დაესწრო და მისი დაკვირვების მთავარი ობიექტი სწორედ 24 წლის შემტევი იყო.

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და წყაროს ცნობით, სილა ბიანკონერის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა.