TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი:“ იუვენტუსის რიგებში ყოფნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“

ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, იუვენტუსის ახალწვეულმა ტეუნ კოპმეინერსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ემოციები იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ ? ჩემი ემოციების სწორად გამოსახატად ინგლისურად ვისაუბრებ. აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი სიხარული და პატივია. მე ძალიან, ძალიან მონდომებული და მოტივირებული ვარ და ამ ახალ გამოწვევას სრულ მზადყოფნაში ვხვდები.

„როდის მივხვდი, რომ კარიერას იუვენტუსში გავაგრძელებდი ? ბავშვობიდან ნებისმიერ ფეხბურთელს რომელიმე გამორჩეულ გრანდში უნდა თამაში და ერთ-ერთი ასეთი სწორედ იუვენტუსი გახლავთ. როდესაც სერია ა-ში გადმოვედი, კიდევ უფრო კარგად მივხვდი, თუ როგორი გამორჩეული გუნდია იუვენტუსი, ამ გუნდში სულ სხვა ატმოსფეროა. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ იუვენტუსის რიგებში თამაში შესანიშნავი იქნებოდა და როდესაც ამის შანსი გამოჩნდა, მე სხვა წინადადებებზე არც კი მიფირქია.

„იყო თუ არა მომენტი, როდესაც მეგონა, რომ იუვენტუსში ტრანსფერი ჩაიშლებოდა ? მოლაპარაკებები მართლაც დიდი ხანი გაგრძელდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. ფეხბურთის სამყაროში გარანტირებული არაფერია და ზოგჯერ მოცდის მეტი არაფერი დაგრჩენია, მაგრმა მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან მე იუვენტუსის მაისურით ვითამაშებდი. ჩემს აგენტსა და გუნდს შორის ხშირი კონტაქტი იყო და სიტუაციას მშვიდად ვაკვირდებოდით.

„დამშვიდობება ატალანტასთან ? ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ლა დეას რიგებში გატარებული შესანიშნავი წლებია, განსაკუთრებით კი გასული სეზონი, როდესაც ჩვენ ერთად გამორჩეული ტიტული მოვიგეთ. მე იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და როგორც მწვრთნელის, ასევე გუნდის მადლობელი ვარ, ახლა კი იუვენტუსში კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისთვის ბრძოის დროა.

„იუვენტუსში გატარებული პირველი დღეები ? მინდა ქომაგებს და გუნდის თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა ძალიან თბილად და მეგობრულად დამხვდა. ვიცი, რომ ჩემს მიმართ დიდი მოლოდინებია, მე ეს პასუხისმგებლობა ძალიან მომწონს.

„რატომ ნომერი 8 ? ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნომერია, რომელსაც წლების განმავლობაში ვატარებდი.

„მოტა ? მწვრთნელი ძალიან ამბიციური და მომთხოვნია, პირველი შთაბეჭდილება შესანიშNავია. აღსანიშნავია, რომ გასახდელში ძალიან კარგი, მეგობრული ატმოსფეროა, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად მოტივირებულია და ეს სწორედ ის არის, რასაც მე ვეძებდი.

„ფიზიკური კონდიცია ? მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარგად ვივარჯიშე და პირველივე წუთიდან მოედანზე გასასვლელად მზად ვარ.

„ვის გამოვარჩევდი იუვენტუსის ლეგენდებიდან ? ზინედინ ზიდანს. ის ჩემი ერთ-ერთი კუმირი და მისაბაძი მაგალითი იყო, ასევე ანდრეა პირლო და მარკიზიო, ვინც ასევე 8 ნომრით თამაშობდა. იუვენტუსში უამრავ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია და მე მხოლოდ რამდენიმე მათგანი დავასახელე.

„ვესაუბრე თუ არა დე ლიხტს იუვეს შესახებ ? დიახ, ჩვენ ქალაქსა და გუნზე ვისაუბრეთ, ეს ძალიან პოზიტიური დიალოგი იყო.

„სკუდეტო ? იუვენტუსს ისტორიაში უამრავი ტიტული აქვს მოგებული და გუნდის მიზანი მონაგარის გაზრდაა. ახლა ჩვენ მხოლოდ მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიფიქროთ, განვითარება გავაგრძელოთ და თითოეულ მატჩში ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.“