TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს პირველი წინადადება ვლაჰოვიჩს…

როგორც დაანონსებული იყო, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას შეუდგა.

სერბი ფორვარდის მიმდინარე ხელშეკრულება ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ის გასამრჯელოს სახით სეზონშ 12 მილიონ ევროს იღებს, ბიანკონერის კი ვლაჰოვიჩის კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 9-10 მილიონამდე შემცირება სურს.

La Stampa-ს ცნობით, ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი ტურინულ გრანდში დარჩენაა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის რაიმე სახის პრობლემა წარმოიქმნას.